ორთოპედია

 

გთავაზობთ ძლიერ დაშლილი, დაზიანებული, ფერშეცვლილი გვირგვინებისა და დაკარგული კბილების აღდგენას

მოუხსნელი (კერამიკული ვინირი, უმეტალო კერამიკა - ცირკონის ოქსიდის საფუძველზე, მეტალო კერამიკა) და

მოსახსნელი (ელასტიური პროთეზიიუგელ,  პლასტმასის პროთეზი) კონსტრუქციებით.



მოუხსნელი კონსტრუქციები:


კერამიკული ვინირი

ვინირი თხელი ფაიფურის ფირფიტაა, რომელიც ფიქსირდება კბილის წინა ზედაპირზე

-  ისინი განკუთვნილნი არიან ფრონტალური (წინა) კბილებისთვის, როცა აღინიშნება    

    ესთეტიური დეფექტები (არასასურველი ფორმა, ფერი, მრავლობითი ბჟენები, დიასთემა,

    ბზარები, ემალის ფლუოროზი, და ა.შ.)

-  ვინირებისას  დაზოგვით მუშავდება კბილის მხოლოდ წინა ზედაპირი

-  გააჩნიათ სიმტკიცე და  შეუდარებელი ესთეტიკა
კერამიკული ვინირი                                                              

 

 

უმეტალო კერამიკა ცირკონის ოქსიდის საფუძველზე

უმეტალო კერამიკის გვირგვინს ცირკონს ოქსიდის საფუძველზე გააჩნია მთელი რიგი უპირატესობანი:

-  მაღალესთეტიურობა (პრაქტიკულად არ განსხვავდება ბუნებრივი კბილისაგან)

-  სიმტკიცე

-  მორგების სიზუსტე

-  კარგი ადჰეზიის (მიწებების) უნარი კბილის ქსოვილებთან

-  სიმსუბუქე

-  ბიოშეთავსებადობა ( არ ახასიათებს ალერგიულობა)
        უმეტალო კერამიკა                              

 

გვირგვინის მორგების სიზუსტეს დამუშავებულ კბილზე ცირკონის ოქსიდის კარკასი განაპირობებს, რომელიც თავდაპირველად, სათანადო პროგრამით კომპიუტერში მოდელირდება, შემდეგ კი სპეციალურ აპარატში იჩარხება, მზადდება ლაზერული სკანერისა და კომპიუტერის დახმარებით.

ე.წ. ცირკონის კბილს გააჩნია უნიკალური თვისება -  გაატაროს სინათლის სხივი ბუნებრივი კბილის მსგავსად.

როგორც წესი, ცირკონის ოქსიდის კარკასზე დამზადებული გვირგვინები არ იწვევენ ალერგიულ რეაქციას, ხასიათდებიან ბიოშეთავსებადობით და უფრო მეტიც, სამედიცინო ლიტერატურაში მოგვითხრობენ ცირკონის ოქსიდის სამკურნალო თვისებებზე. ისინი დადებითად მოქმედებენ კბილის ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე.

ცირკონის ოქსიდის კარკასს გააჩნია კბილის მსგავსი შეფერილობა (მოთეთრო-მოყვითალო), აქედან გამომდინარე, ჩვეულებრივი მეტალო-კერამიკისათვის დამახასიათებელი მეტალისმიერი ჩრდილი ამ შემთხვევაში არ აღინიშნება.

უმეტალო კერამიკა ცირკონის ოქსიდის საფუძველზე დღესდღეობით შეუცვლელია.

 

                    

 

 

მეტალოკერამიკის გვირგვინების შემთხვევაში მეტალის კარკასი მზადდება ორგანიზმისთვის უსაფრთხო გერმანული შენადნობისგან (Cr-Co),  კარკასი მაღალი სიზუსტით ჩამოისხმება სპეციალურ ვაკუუმ-აპარატში. შემდეგ ხდება კერამიკის მასების დადება და გამოწვა თანამედროვე კერამიკის ღუმელში, ასე მომზადებული გვირგვინი  სრულებით არ განსხვავდება  მეზობლად მდებარე ბუნებრივი კბილისაგან. დროთა განმავლობაში არ ხდება მისი გამუქება, ფერშეცვლა, არ არის ალერგიული, ხოლო მათი სიმყარე, გამძლეობა, ცვეთმედეგობა და ბუნებრივი ელვარება მეტალოკერამიკას შეუცვლელს ხდის მოუხსნელ კონსტრუქციათა შორის.


მეტალო კერამიკის გვირგვინები

 

იმპლანტაცია

იმპლანტაცია ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე სტომატოლოგიაში. დენტალური იმპლანტაცია იძლევა უნიკალურ საშუალებას აღვადგინოთ დანაკლისი კბილები მეზობელი კბილების დაბჟენისა და დამუშავების გარეშე, თავიდან ავიცილოთ დარჩენილი კბილების გადანაცვლება დაკარგული კბილების მიდამოში, გამოვასწოროთ ღეჭვითი ფუნქცია და ვიზუალური მხარე (ესთეტიკა).

იმპლანტი წარმოადგენს ხელოვნურ ფესვს, რომელიც იხრახნება ყბის ძვალში. მასზე ფიქსირდება გვირგვინი. ხიდი ან მოსახსნელი პროთეზი.

იმპლანტაცია უმტკივნეულო პროცედურაა, ტარდება ადგილობრივი გაუტკივარებით (როგორც სხვა დანარჩენი სტომატოლოგიური მანიპულაციები) და არ წარმოადგენს რთულ და ხანგრძლივ პროცედურას პაციენტისთვის. ძირითადად მანიპულაციები იყოფა  ორ ეტაპად:

1 ეტაპი -  ვსვავთ იმპლანტს ყბის ძვალში და ველოდებით მის გაძვალებას 3-6 თვემდე (მკურნალობის პერიოდში  დეფექტი ინიღბება დროებითი გვირგვინებით). პროცედურა მერყეობს 30 წთ-დან 1-2 სთ-მდე და დამოკიდებულია  იმლანტების რაოდენობაზე.

2 ეტაპი - ვიღებთ ანაბეჭდს და ვიწყებთ მუდმივი კბილის გვირგვინის (მეტალოკერამიკა ან ცირკონოკერამიკა) დამზადებას (ხანგრძლივობა ერთი კვირა). 

 

ჩვენს კლინიკაში გამოყენებული იმპლანტები თავისი ფორმით, ზედაპირის დამუშავებითა და შემადგენლობით ორგანიზმთან ადვილად შეთავსებადია და უწინ გამოყენებულ იმპლანტებთან შედარებით მოცილების (გამოძევების) რეაქცია მინიმუმამდეა დაყვანილი

 

 

მოსახსნელი კონსტრუქციები:



ნეილონის (ელასტიური) პროთეზი.
 ნეილონი მედიცინაში  ფართოდ გავრცელებული მასალაა, განსაკუთრებით ქირურგიაში, (მას იყენებენ ხელოვნური ძარღვების, სარქველების, არტერიების დასამზადებლად). სხვა პროთეზებისაგან განსხვავებით, ნეილონის პროთეზი არ შეიცავს დამატებით საფიქსაციო საშუალებებს, ნეილონის პროთეზი  ფლობს უნიკალურ ესთეტიკას,  არის ძალიან მსუბუქი, პრაქტიკულად  შეუმჩნეველი, არ საჭიროებს  გასაკუთრებულ მოვლას და მასთან შეგუება ადვილია.

ნეილონის პროთეზი

ბიუგელისებრი პროთეზი გამოიყენება კბილების მრავლობითი დაკარგვის დროს, განსაკუთრებით  ე.წ. ”დაბოლოებითი დეფექტებისას,” როცა აღარ გაგვაჩნია ბოლო კბილი, ეს კონსტრუქცია - bugel (ქართულად - რკალი) ჩვეულებრივი პლასტმასის პროთეზისგან განსხვავებით, უზრუნველყოფს ღეჭვითი ძალის გადანაწილებას ღრძილსა და საყრდენ კბილებს შორის. ჩვენს კლინიკაში მზადდება  სხვადასხვა სირთულის ბიუგელი, როგორც ”ნეის” კლამერებით, ასევე ატაჩმენებით.

ბიუგელი ადვილად შესაგუებელი, მოსახერხებელი, საიმედო ფიქსაციის მქონე საკმაოდ მყარი კონსტრუქციაა.

ბიუგელის პროთეზი

პლასტმასის მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი შეიძლება იყოს  მთლიანი ან ნაწილობრივი. მისი მომზადება ხდება უცხოური აკრილის პლასტმასისგან, რომელიც  ფლობს უნიკალურ თვისებას - ხანგრძლივად შეინარჩუნოს ფერი, ფორმა და სიმყარე. ანაბეჭდის აღება ხდება სპეციალური მეთოდით, რაც უზრუნველყოფს პროთეზის საიმედო ფიქსაციას პირის ღრუში, პაციენტი საკმაოდ თავდაჯერებულია და არ გრძნობს დისკომფორტს.

მოსახსნელი ფირფიტოვანი პროთეზი

                        

 

კლინიკაში მოქმედებს განვადება ყველა სახის მომსახურებაზე .                                                             

<< უკან

ტელ: (995 32) 2-635-935; (995 32) 2-655-835. E-mail: dentart2005@gmail.com