ორთოდონტია

 

თანკბილვის დარღვევა  სტომატოლოგიურ დაავადებებს შორის ერთ - ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. მსოფლიოს მოსახლეობის 90% აქვს მეტ-ნაკლებად გამოხატული ორთოდონტიული პრობლემები: კბილების, კბილთა რკალების, ყბებისა და თანკბილვის ანომალია. ორთოდონტიული სტომატოლოგიის წყალობით, კბილების გასწორება პრობლემას აღარ წარმოადგენს. თუ ადრეულ წლებში კბილების გასწორება შესაძლებელი იყო მხოლოდ ბავშვთა ასაკში, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ორთოდონტიულ მკურნალობას ასაკობრივი შეზღუდვა აღარ აქვს. სასურველი შედეგის მიღწევა ერთნაირადაა შესაძლებელი როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე - 40 წელს გადაცილებულ პაციენტთა შემთხვევაშიც. სტომატოლოგიური კლინიკა ”დენტარტი” გთავაზობთ მკურნალობას როგორც მოსახსნელი ფირფიტოვანი აპარატებით, ასვე - ყველა სახის თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებით.

ბრეკეტის სახეობები
როგორ ფიქსირდება ბრეკეტი?
ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა და უპირატესობა
კბილების გასწორება ზრდასრულ ასაკში

კბილების გასწორება მოსახსნელი ფირფიტებით

ჰიგიენა კბილების გასწორების დროს

 

ბრეკეტის სახეობები


მოდური ტენდენციებიდან გამომდინარე, თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებმა მრავალფეროვანი და დახვეწილი სახე მიიღო. გარდა იმისა, რომ ბრეკეტი შეუცვლელია ორთოდონტიული მკურნალობისას, იგი კბილების ერთგვარ მორთულობადაც კი იქცა. შესაძლებელია ყველა სახეობის ბრეკეტებზე   ფერების  არჩევა და ცვლა. ( სურათზე იხილეთ მეტალის ბრეკეტები)

მეტალის ბრეკეტები ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. მათ, ვინც უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ესთეტიკას, მეტი თავდაჯერებულობისათვის, ვთავაზობთ კბილის ფერთან მეტად მიახლოვებულ კერამიკისა და საფირის ბრეკეტებს. ბრეკეტების ეს სახეობები არაა თვალისმომჭრელი და ძნელად შესამჩნევია. თუ გსურთ კბილების გასწორების პროცესი სხვათათვის შეუმჩნეველი იყოს, ”დენტარტი” წარმოგიდგენთ ლინგვალურ - Inkognito ბრეკეტებს. ლინგვალური ბრეკეტები კბილების შიგნითა ზედაპირზე სათითაოდ მაგრდება და უხილავია გარეშე თვალისგან. როგორც წესი, ამ სისტემით კბილების გასწორებას მიმართავენ ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც არ სურთ მკურნალობის აფიშირება.

 

მეტალის ბრეკეტები, ტიტანის ბრეკეტები, კერამიკული ბრეკეტები, საფირონის ბრეკეტები, ლინგვალური ბრეკეტები

 

ბრეკეტებით მკურნალობის შემთხვევაში მოქმედებს უპროცენტო განვადება

როგორ მაგრდება ბრეკეტი?

ბრეკეტის ფიქსაცია აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია და არაა დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებთან.

ყველა კბილისათვის არსებობს ინდივიდუალური ბრეკეტი - განსხვავებული ზომისა და ფორმის მიხედვით, ბრეკეტი სპეციალური ბჟენის საშუალებით სათითაოდ მაგრდება კბილის ზედაპირზე, ისე რომ არ ხდება კბილის მინანქრის დამუშავება.


ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა და უპირატესობა

ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მერყეობს 6 თვიდან 2 წლამდე. ამ პერიოდში პაციენტს ექიმთან ვიზიტი უწევს თვეში ერთხელ. მკურნალობის ბოლოს, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად, გარკვეული ვადით, კეთდება რეტეინერი - თხელი ფიქსატორი, რომელიც წინა ექვსი კბილის შიგნითა ზედაპირზე მაგრდება და არ ჩანს.

 

ბრეკეტებით კბილების გასწორებას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: 

მხიარული ბრეკეტები- არ  აღინიშნება დისკომფორტი მეტყველებისას

- შედეგი მიიღწევა მოკლე დროში

- ასწორებს ყველა სახის ანომალიას

- გამოიყენაბა ზრდასრულ ასაკში 

- მოდურია

- უხილავია ( Inkognito)

 

კბილების გასწორება ზრდასრულ ასაკში

თუ პაციენტს აღენიშნება კბილების არასწორი დგომა, კბილთა მწკრივის დარღვევა, მათი არასწორი შეთანასოვნება, დიდი რისკია, ასაკის მატებასთან ერთად მივიღოთ:

- კბილების ცვეთა

- საფეთქელ-ქვედა ყბის პრობლემები (ანთება, ტკივილი, ტკაცუნი მეტყველებისა და ღეჭვისას)

- კარიესისა და მისი გართულებების დიდი რისკი

- ხშირად არასწორი თანკბილვა ხელს უშლის პროთეზირებას სამომავლოდ

აღსანიშნავია, რომ ორთოდონტიულ პაციენტთა 40% ზრდასრულ ასაკზე მოდის.

 

კბილების გასწორება მოსახსნელი ფირფიტებით

ფირფიტებით კბილების გასწორება რეკომენდირებულია ბავშვთა ასაკში. ფირფიტოვანი აპარატი წარმოდგენილია კბილებზე გარედან მოდებული მავთულით, დამჭერი კლამერებითა და პლასტმასოვანი ნაწილით, რომელიც ზედა ყბაზე სასას, ხოლო ქვედა ყბაზე ენისქვეშა არეს ეყრდნობა.

ფირფიტებით თანკბილვის გასწორებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ასაკშივე (სარძევე კბილების არსებობის დროს პირის ღრუში), რადგან ყბების ფორმირება ამ დროისთვის დასრულებული არაა და შედეგი უფრო მარტივად მიიღწევა.

მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს 1.5-დან 2 წლამდე.

კბილების გასწორება მოსახსნელი ფირფიტებით

 

ჰიგიენა კბილების გასწორების დროს

ორთოდონტიული აპარატებით მკურნალობისას პირის ღრუს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. აუცილებელია სპეციალური ჯაგრულებით კბილების გამოხეხვა დღეში რამდენჯერმე, ყოველი ჭამის შემდეგ.

აქტუალურია კბილთაშორისი არეების საკვები ნარჩენებისგან გათავისუფლება ფლოსის გამოყენებით.

მკურნალობის პერიოდში არაა რეკომენდირებული მკვრივი საკვების მიღება და საღეჭი რეზინების გამოყენება.

ბრეკეტების ჰიგიენა

 

ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობისას მოქმედებს  0%-იანი შიდა და საბანკო განვადებები

                                                           

<< უკან

ტელ: (995 32) 2-635-935; (995 32) 2-655-835. E-mail: dentart2005@gmail.com