ბავშვთა სტომატოლოგია

სტომატოლოგიური კლინიკა ”დენტარტი” თქვენი პატარების უსაფრთხო და ხარისხიანი მკურნალობის გარანტია.

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბავშვს, მოიპოვოს ექიმის ნდობა, შეითვისოს პირის ღრუს მოვლის მარტივი წესები. მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ვცდილობთ, შევუნარჩუნოთ თქვენს პატარას ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილი მთელი ცხოვრება.

განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობით ბავშვებს, რომელთაც უარყოფითი წარმოდგენა ჩამოუყალიბდათ ადრე ჩატარებულ სტომატოლოგიურ მანიპულაციასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, ჩვენს ბავშვთა სტომატოლოგებს დიდი გამოცდილება აქვთ, წახალისების მიზნით, პატარა ყოჩაღი პაციენტები ხშირად საჩუქრდებიან საყვარელი სათამაშოებით.

კარიესის პროფილაქტიკისათვის მივმართავთ ფისურების ჰერმეტიზაციას. ამ პროცედურით ვახდენთ კბილის ბუნებრივი ღარებისა და ჩანაჭდევების ამოვსებას სპეციალური ჰელიო-ბჟენებით, რაც ხელს უშლის საკვები ნარჩენების დაყოვნებას კბილის ზედაპირზე და იცავს კბილს კარიესის წარმოქმნისაგან.

 

”დენტარტი” გთავაზობთ სარძევე კბილების მკურნალობას საბავშვო ჰელიო-ბჟენებით.

 

 

 

სარძევე კბილების პულპიტი, ნერვის ანთება კარიესის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. ზოგადად, მკურნალობა მოიცავს სამ ვიზიტს, ჩვენ მივმართავთ უფრო საიმედო და კომფორტულ მეთოდს -  სარძევე კბილებს ვბჟენთ ერთ ვიზიტზე.

პატარა პაციენტებს ვთავაზობთ კბილების წმენდას -  შავი ხაზებისა და ნადების მოცილებას, ასევე შევასწავლით პირის ღრუს მოვლის მარტივ წესებს.


 

დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას ბავშვთა ასაკში. სარძევე თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში გირჩევთ, მიმართოთ ექიმ ორთოდონტს, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი სათანადო მკურნალობა.

წარმოგიდგენთ კბილების გასწორების თანამედროვე სისტემებს - ფერად ბრეკეტებსა და მოსახსნელ ფირფიტოვან აპარატებს (იხ. ორთოდონტია).

 გახსოვდეთ, ჯანსაღი სარძევე კბილები და სწორი თანკბილვა ჯანმრთელი მუდმივი კბილების საწინდარია.

<< უკან

ტელ: 8(32) 635-935; 8(32) 655-835. E-mail: dentart2005@gmail.com