თერაპიული სტომატოლოგია მიზნად ისახავს კარიესისა და მისი გართულებების - პულპიტისა და პერიოდონტიტის მკურნალობას, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა მკურნალობასა და მის პროფილაქტიკას.
კლინიკა ”დენტარტი” გთავაზობთ ყველა სირთულის კარიესული და დაშლილი კბილების აღდგენა-რესტავრაციას დასავლეთში აპრობირებული თანამედროვე საბჟენი მასალებით.
კბილების მკურნალობა მიმდინარეობს სრული გაუტკივარების ფონზე.
ექიმი სამუშაო ველის იზოლირებას პირის ღრუში ახდენს კოფერდამის სისტემით, რაც აბსოლუტური სიმშრალის კონტროლის საშუალებას იძლევა. პაციენტი თავს გრძნობს კომფორტულად - შეუძლია ნერწყვის გადაყლაპვა და თავისუფლად სუნთქვა. კოფერდამის სისტემის გამოყენება ხელს უწყობს ბჟენის ხარისხიან მიმაგრებას კბილის ქსოვილზე, რაც აღდგენილი კბილის სამომხმარებლო ვადას ზრდის.
პულპიტი კარიესის გართულებაა, ამ დროს კბილი, დაზიანებული გვირგვინის აღდგენის გარდა, საჭიროებს ფესვის მკურნალობას - ნერვის ამოღებას, არხების მექანიკურ და მედიკამენტოზურ დამუშავებას, მის დაბჟენა-ჰერმეტიზაციას ე.წ. გუტაპერჩის წკირებით. გუტაპერჩის წკირები არ გაიწოვება არხებიდან, აქედან გამომდინარე, მცირდება პერიოდონტიტის განვითარების რისკი.
პერიოდონტიტი პულპიტის საშიში გართულებაა. ამ შემთხვევაში ანთება მოიცავს არა მარტო ნერვს, არამედ - ფესვის მწვერვალებსა და მის ირგვლივ ქსოვილებს, იქმნება კისტა-გრანულომებისა და აბსცესის განვითარების საშიშროება.
რამდენად საზიანოც არ უნდა იყოს პერიოდონტიტი, როგორც დაავადება, მისი მკურნალობა დღესდღეობით შესაძლებელია, თუმცა დიდ ძალისხმევასა და დროს მოითხოვს.
პერიოდონტიტისა და მისი გართულებების მკურნალობის მეთოდი, რომელსაც ჩვენი კლინიკის ექიმები მიმართავენ, საუკეთესო შედეგებით გამოირჩევა და გამოცდილია დროში.
არსებობს პირის ღრუს დაავადებათა მთელი რიგი. გინგივიტი და პაროდონტიტი მათ შორის ყველაზე გავრცელებულია.
ღრძილების ანთების მიზეზი შეიძლება იყოს: კბილის რბილი და მაგარი ნადები, ასევე უხარისხოდ დაბჟენილი კბილი, არასწორად მორგებული ხელოვნური გვირგვინი, სხვადასხვა მედიკამენტოზური მკურნალობა და ა.შ.
ღრძილების ანთებისაგან თავის დასაღწევად, გთავაზობთ კბილების პროფესიულ წმენდას უახლესი თაობის ულტრაბგერისა და AIR-FLOW-ს აპარატით CAVITRON JET PLUS. ასევე, მედიკამენტოზურ მკურნალობასა და ლაზეროთერაპიას.