კბილების გაწმენდა

დიდი მნიშვნელობა ენიჭება  პირის ღრუს ზოგადი ჰიგიენის დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმრავლესობა დიდ დროს უთმობს კბილების გამოხეხვას, პროფესიული წმენდის აუცილებლობა მაინც აქტუალური რჩება. ყოველდღიური ჯაგრისები კბილებს ზედაპირულ ნადებს აცილებს. ღმად ჩამჯდარი რბილი და მაგარი ნადების მოშორება კი მხოლოდ სპეციალური მეთოდებითაა შესაძლებელი.

კბილების პროფესიული წმენდა მოიცავს მანიპულაციების მთელ კომპლექსს, რაც მნიშვნელოვანია პირის ღრუს ჰიგიენისთვის. კბილების წმენდა გულისხმობს ულტრაბგერისა და AIR-FLOW-ს სისტემის გამოყენებას, ასევე, კბილების გაპრიალებას სპეციალური პასტებით.

სტომატოლოგის მიერ კბილების გაწმენდა რეკომენდირებულია წელიწადში ორჯერ და ყოველგვარი სტომატოლოგიური - თერაპიული, ორთოპედიული, ორთოდინტიული მომსახურების დაწყებამდე.

კბილების პროფესიული წმენდა არის როგორც ჰიგიენური და პროფილაქტიკური, ასევე სადიაგნოსტიკო საშუალებაც. სუფთა პირის ღრუში ექიმს უადვილდება პათოლოგიური პროცესების დადგენა ჯერ კიდევ საწყის სტადიაში.

 

ულტრაბგერა

ულტრაბგერის აპარატის გამოყენებით ვაცილებთ ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადებსა და ქვებს, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან პირის ღრუს ჯანმრთელობას. კბილების დროული გაწმენდა თავიდან აგვაცილებს კარიესისა და პაროდონტის დაავადებათა განვითარებას.


AIR-FLOW

AIR-FLOW-ს სისტემა აცილებს კბილებში ღრმად ჩამჯდარ ნადებს. პიგმენტური საკვები ნივთიერებები (ჩაი,ყავა) და ნიკოტინის ნადები, დროთა განმავლობაში მკვეთრად უცვლის კბილს ბუნებრივ ფერს და უკარგავს მას ბზინვარებას.

ნატრიუმის ბიკარბონატი და  წყლის ჭავლი კბილებიდან მარტივად აშორებს ნადებს ისე, რომ არ იწვევს ქსოვილების დაზიანებას, AIR-FLOW-ს გამოყენების შემდეგ კბილებს უბრუნდებათ სითეთრე და ელვარება.

კბილების პროფესიულ წმენდას კლინიკაში ვახორციელებთ ახალი თაობის აპარატით CAVITRON JET PLUS.

პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხოა, არ იწვევს კბილის მინანქრისა და ღრძილების დაზიანებას. პირიქით, იგი მოწოდებულია კარიესისა და ღრძილების ანთების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებად.

<< უკან

ტელ: 8(32) 635-935; 8(32) 655-835. E-mail: dentart2005@gmail.com