ორთოდონტია

კბილების, კბილთა რკალების, ყბებისა და თანკბილვის გასწორება დღესდღეობით პრობლემას აღარ წარმოადგენს. 

კბილების გასწორება შესაძლებელია ყველა ასაკში.

მკურნალობა ტარდება თანამედროვე  მოუხსნელი - ბრეკეტ სისტემებითა  და მოსახსნელი - ფირფიტოვანი აპარატებით.

ბრეკეტის სახეობები
როგორ ფიქსირდება ბრეკეტი?
ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა და უპირატესობა
კბილების გასწორება ზრდასრულ ასაკში

კბილების გასწორება მოსახსნელი ფირფიტებით

ჰიგიენა კბილების გასწორების დროს

 

ბრეკეტის სახეობები
მოდური ტენდენციებიდან გამომდინარე, თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებმა მრავალფეროვანი და დახვეწილი სახე მიიღო. გარდა იმისა, რომ ბრეკეტი შეუცვლელია ორთოდონტიული მკურნალობისას, იგი კბილების ერთგვარ მორთულობადაც კი იქცა.

როგორ მაგრდება ბრეკეტი?

ბრეკეტის ფიქსაცია აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია და არაა დაკავშირებული უსიამოვნო შეგრძნებებთან.

ყველა კბილისათვის არსებობს ინდივიდუალური ბრეკეტი - განსხვავებული ზომისა და ფორმის მიხედვით, ბრეკეტი სპეციალური ბჟენის საშუალებით სათითაოდ მაგრდება კბილის ზედაპირზე, ისე რომ არ ხდება კბილის მინანქრის დამუშავება.


ბრეკეტებით მკურნალობის ხანგრძლივობა და უპირატესობა

ბრეკეტ-სისტემებით მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, მერყეობს 6 თვიდან 2 წლამდე. ამ პერიოდში პაციენტს ექიმთან ვიზიტი უწევს თვეში ერთხელ. მკურნალობის ბოლოს, მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად კეთდება რეტეინერი - თხელი მავთული, რომელიც წინა ექვსი კბილის შიგნითა ზედაპირზე მაგრდება და არ ჩანს.

 

ბრეკეტებით კბილების გასწორებას აქვს მთელი რიგი უპირატესობები: 

- არ  აღინიშნება დისკომფორტი მეტყველებისას

- შედეგი მიიღწევა მოკლე დროში

- ასწორებს ყველა სახის ანომალიას

- გამოიყენაბა ზრდასრულ ასაკში 

- მოდურია

- უხილავია ( Inkognito)

 

კბილების გასწორება ზრდასრულ ასაკში

თუ პაციენტს აღენიშნება კბილების არასწორი დგომა, კბილთა მწკრივის დარღვევა, მათი არასწორი შეთანასოვნება, დიდი რისკია, ასაკის მატებასთან ერთად მივიღოთ:

- კბილების ცვეთა

- საფეთქელ-ქვედა ყბის პრობლემები (ანთება, ტკივილი, ტკაცუნი მეტყველებისა და ღეჭვისას)

- კარიესისა და მისი გართულებების დიდი რისკი

- ხშირად არასწორი თანკბილვა ხელს უშლის პროთეზირებას სამომავლოდ

აღსანიშნავია, რომ ორთოდონტიულ პაციენტთა 40% ზრდასრულ ასაკზე მოდის.

 

კბილების გასწორება მოსახსნელი ფირფიტებით

ფირფიტებით კბილების გასწორება რეკომენდირებულია ბავშვთა ასაკში. ფირფიტოვანი აპარატი წარმოდგენილია კბილებზე გარედან მოდებული მავთულით, დამჭერი კლამერებითა და პლასტმასოვანი ნაწილით, რომელიც ზედა ყბაზე სასას, ხოლო ქვედა ყბაზე ენისქვეშა არეს ეყრდნობა.

ფირფიტებით თანკბილვის გასწორებას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა ასაკშივე (სარძევე კბილების არსებობის დროს პირის ღრუში), რადგან ყბების ფორმირება ამ დროისთვის დასრულებული არაა და შედეგი უფრო მარტივად მიიღწევა.

მკურნალობის ხანგრძლივობა მერყეობს 1.5-დან 2 წლამდე.

 

ჰიგიენა კბილების გასწორების დროს

ორთოდონტიული აპარატებით მკურნალობისას პირის ღრუს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. აუცილებელია სპეციალური ჯაგრულებით კბილების გამოხეხვა დღეში რამდენჯერმე, ყოველი ჭამის შემდეგ.

აქტუალურია კბილთაშორისი არეების საკვები ნარჩენებისგან გათავისუფლება ფლოსის გამოყენებით.

მკურნალობის პერიოდში არაა რეკომენდირებული მკვრივი საკვების მიღება და საღეჭი რეზინების გამოყენება.

<< უკან

ტელ: 8(32) 635-935; 8(32) 655-835. E-mail: dentart2005@gmail.com