”დენტარტი” გთავაზობთ პროფესიონალურ დიაგნოსტიკას სტომატოლოგიაში
RVG (ციფრული რადიოვიზიოგრაფი) -ს გამოყენებით შესაძლებელია კბილის სურათის მიღება კომპიუტერის მონიტორზე, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ კბილისა და კბილის ირგვლივი ქსოვილების მდგომარეობა, შევადგინოთ მკურნალობის სწორი გეგმა, მოვახდინოთ მუდმივი კონტროლი მკურნალობის პროცესში და შევაფასოთ შორეული შედეგები.
RVG დიაგნოსტიკა უსაფრთხოა ორსულებსა და ბავშვთა ასაკში.
აპექსლოკატორით ვადგენთ ფესვის არხის ზუსტ სიგრძეს.
ელექტროოდონტოდიაგნოსტიკით გამოვააშკარავებთ კბილის პულპის (ნერვის) სიციცხლისუნარიანობას, ვატარებთ დიფერენციალურ დიაგნოსტიკას კბილის სხვადასხვა დაავადებებს შორის და ვადგენთ მკურნალობის სწორ გეგმას.
კარიეს-ინდიკატორის გამოყენება კარიესის მკურნალობის დროს მაქსიმალურად ზოგავს კბილის ჯანმრთელ ქსოვილს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბჟენის (პლომბის) მიმაგრების ხარისხს და ახანგრძლივებს მის სამომხმარებლო ვადას.
”დენტარტში” არსებული სადიაგნოსტიკო აპარატურა გვეხმარება, სწრაფად და უმტკივნეულოდ დავსვათ დიაგნოზი, მოვახდინოთ თქვენი კბილების მაქსიმალური შენარჩუნება ხანგრძლივი დროით.