კბილების გათეთრება

თანამედროვე ურთიერთობებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს თეთრსა და მომხიბლავ ღიმილს, აქედან გამომდინარე, დღითიდღე  უფრო აქტუალური ხდება კბილების პროფესიული გათეთრება. გათეთრება გულისხმობს კბილებისათვის ბუნებრივი ფერის დაბრუნებას მაღალხარისხოვანი მათეთრებალი პრეპარატებით.

არსებობს კბილების ფერის შეცვლის მრავალი მიზეზი:

- საკვებ პროდუქტებში არსებული პიგმენტური ნივთიერებები

  ( ყავა, პეპსი, კოკა-კოლა, მუქი ჩაი, წითელი ღვინო)

- თამბაქოს აქტიური მოხმარება 

-  მედიკამენტოზური მოქმედება კბილების ჩამოყალიბების პერიოდში  

  (ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატები)

-  გენეტიკური წინასწარგანწყობა

-  ასაკობრივი კბილის ფერშეცვლა

-  ქიმიური ზემოქმედება (სასმელ წყალში ფტორის მაღალი შემცველობით გამოწვეული ფლუოროზი)


ყოველივე ზემოაღნიშნული იძლევა კბილების გათეთრების ჩვენებას.

დენტარტი ” გთავაზობთ კბილების გათეთრების თქვენთვის მოსახერხებელ სისტემას.

ჩვენი რეკომენდაციითა და მითითებით, პაციენტს კბილების გათეთრება შეუძლია სახლის პირობებში. იგი თავად აკვირდება გათეთრების პროცესს და დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევისთანავე წყვეტს პროცედურას.

მანიპულაცია მარტივი და უსაფრთხოა.

გათეთრების სისტემა Opalescence, რომელიც აპრობირებულია კლინიკაში ”დენტარტი,” აღიარებულია ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის (ADA)-ს მიერ.

<< უკან

ტელ: 8(32) 635-935; 8(32) 655-835. E-mail: dentart2005@gmail.com