სტომატოლოგიური კლინიკა ”დენტარტი ” დაარსებულია 2005 წ. აშშ-ის ნიუ-იორკის ბეირიჯის სტომატოლოგთა ასოციაციის ექს-პრეზიდენტის, პროფესორ დევიდ ოლსენის ხელშეწყობით.
ჩვენი კლინიკის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს ფართო პროფილის სტომატოლოგიური მომსახურება.
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და გამოიყენებს მხოლოდ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების წამყვანი ფირმების სტომატოლოგიურ მასალებს.
ხარისხიანი მკურნალობა და გარანტირებული შედეგი დროში - ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
თითოეული პაციენტისთვის შედგენილია მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, მისი ჯანმრთელობისა და ესთეტიური მოთხოვნილებების შესაბამისად.
კავშირი ნიუ-იორკის სტომატოლოგთა ასოციაციასთან და ახლო მეგობრობა პროფესორ ოლსენთან, საშუალებას გვაძლევს, თვალყური ვადევნოთ ახალ მიღწევებს თანამედროვე სტომატოლოგიაში, ავითვისოთ და დავნერგოთ იგი ჩვენს კლინიკაში.
”დენტარტის” ექიმები მუდმივად მონაწილეობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გამართულ მასტერ-კლასებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.
ჩვენ შევძლებთ თქვენს დარწმუნებას, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი სასიამოვნოა.