გაუტკივარება

უმტკივნეულო მკურნალობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კლინიკაში ჩატარებული ყოველგვარი მანიპულაცია მიმდინარეობს სრული გაუტკივარების ფონზე.

გაუტკივარებისას გამოიყენება თანამედროვე, დახვეწილი, მაღალი ტკივილდამაყუჩებელი ეფექტის მქონე საანესთეზიო საშუალებები, რომლებიც ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე (ალერგია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ბავშვთა ასაკი და ა.შ.).

ნემსის ჩხვლეტას წინ უსწრებს ლორწოვანის გაუტკივარება სხვადასხვა არომატის მქონე ტკივილდამაყუჩებელი ჟელეებით.

კლინიკაში ასევე დანერგილია TENS-ანესთეზია - (გაუტკივარება ნემსის გარეშე, ელექტრული ველით).

<< უკან

ტელ: 8(32) 635-935; 8(32) 655-835. E-mail: dentart2005@gmail.com